понедельник, 14 марта 2016 г.

ჩემი პროექტის პორტფოლიო

მე-9 დღის რეფლექსია

დავასრულეთ პროექტზე მუშაობა, ავტვირთეთ და გამოვაქვეყნეთ პორტფოლიო ბლოგზე, გავეცანით ვიდეო-გაკვეთილებს, ტრენინგის ბოლოს შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები. ინტელის ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო, ვისწავლე პროექტზე მუშაობა და აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.მადლობა ტრენერს ნაყოფიერი და სასარგებლო ტრენინგისათვის.

четверг, 10 марта 2016 г.

მე-8 დღის რეფლექსია

ტრენინგის მე-8 დღეს გავეცანით სწავლების სტრატეგიებს. განვიხილეთ ჯოქსოუს მეთოდი და დიფერენცირებული სწავლება. საინტერესო იყო თითოეული დაგეგმილი აქტივობა.

მე-7 დღის რეფლექსია

მართლაც შთამბეჭდავი იყო მულტიმედიური პრეზენტაციის შექმნის პროცესი. ყველა მონაწილემ გულმოდგინედ იმუშავა და ტრენერის დახმარებით მოვამზადეთ ლამაზი დიზაინისა და საინტერესო თემატიკის პრეზენტაციები. ვფიქრობ, ყველა წარმოდგენილი თემა აქტუალური და მნახველისათვის კარგად გასაგები იქნება.

მე-6 დღის რეფლექსია

გავიხსენეთ საოფისე პროგრამა power-point-ის შესაძლებლობები დიზაინი,ფერები, სურათებისა და ვიდეოების ჩაასმა ,ცხრილების გამოყენება და ჩასმა. გადმოვტვირთეთ მასალები ჩვენი პროექტისთვის საავტორო უფლებების დაცვით

მე-5 დღის რეფლექსია

მეხუთე დღეს გავაგრძელეთ შეფასების ინსტრუმენტების განხილვა. ყველა მონაწილემ ავირჩიეთ შეფასების ის ინსტრუმენტი, რომელსაც გამოვიყენებთ პროექტზე მუშაობის დროს. ტრენინგი საინტერესოდ წარიმართა. განსაკუთრებით მომეწონა მულტიმედიური პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა, რისი საშუალებითაც კარგად შევძლებ მოსწავლის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციის შეფასებას.