თემა წყალი
სამიზნე ჯგუფი V კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა 14
მიზანი მოსწავლეთა მიერ წყალზე დაკვირვება.ინფორმაციის შეგროვება
მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეები ახასიათებენ წყალს, როგორც ნივთიერებას.აღწერენ მის აგრეგატულ მდგომრეობას.დაკვირვებას მოახდენენ ბუნებაში წყლის ბრუნვაზე. დაამტკიცებენ, რომ გაყინვა,აორთქლება, კონდესაციის პროცესი, გარდა ოჯახური პირობებისა, ბუნებაში ბუნებრივად ხდება. ჩამოაყალიბებენ წყლის დადებით და უარყოფით თვისებებს. რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ადამიანს დაბინძურებულმა წყალმა?
რესურსი ინტერნეტში მოძიებული მასალა წყალთან დაკავშირებით, თაბახის fურცლები, მარკერი,ციფრული ფოტოაპარატი, კომპიუტერი, პროექტორი.
აქტივობა გონებრივი იერიში:
• როგორ დავიცვათ წყალი დაბინზურებისაგან?
• რომელ წყალს ვიყენებთ სასმელად?
• არის თუ არა ჯანმრთელობისათვის საშიში გაუსუფთავებელი წყლის დალევა?
• საჭიროა თუ არა დავიცვათ მდინარეები და მისი შემოგარენი დაბინძურებისაგან?
• შეიძლება თუ არა მიგვიყვანოს ამ პრობლემამ ინფექციურ დაავადებამდე.
სასწავლო პეოექტის მსვლელობა • პროექტისათვის შევარჩიოთ ერთი კინკრეტული თემა.
• ჩამოვაყალიბოთ საპროექტო ჯგუფები. კლასი გავყოთ ორ ჯგუფად. თითოეულ ჟგუფში გავაერთიანოთ 7-7 თანაბარი შესძლებლობის მქონე მოსწავლეები
• შევიმუშაოთ ჯგუფებისათვის სამუშაო გეგმა.
• თითოელ მოსწავლეს დაევალოს კონკრეტული საქმიანობა.
• ჯგუფები აღვჭურვოთ საჭირო რესურსით.
• ინტერნეტში მოძიებული მასალის საპრეზენტაციო პროგრამაში ჩასმა.
• პროექტის პრეზენტაცია.
• შეფასება.
პროექტის წარმოდგენა-შეფასება თითოეულმა ჯგუფმა უნდა წარმოადგინოს მოძიებული მასალა. შეძლოს დასახული მიზნის მიღწევა. ჯგუფებმა შეაფასონ თანატოლებისაგან წარმოდგენილიპროექტი. გამოთქვან აზრი დადებით და უარყოფით მხარეებზე.
воскресенье, 19 декабря 2010 г.
ნივთიერება და სხეული. წყალი.
თემა | ნივთიერება და სხეული |
გაკვეთილის თემა | წყლის სამი მდგომარეობა |
სწავლების საფეხური და კლასი | I საფეხური. V კლასი |
მოსწავლეთა რაოდენობა | 14 |
განსაკუთრებულისაჭიროების,მიდგომის მქონე მოსწავლეთა რაოდენობა | 0 |
გაკვეთილის მიზანი | გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ: · წყლის ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლაზე დაკვირვებას. · ტემპერატურის განსაზღვრას. · აღწეროს გაყინვა-გალღობის,აორთქლება-კონდესაციის პროცესები და წარმოადგინოს ცხრილებისა და დიაგრამების სახით. |
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები | ბუნ.V.7. · მოსწავლე ახასიათებს ნივთიერებათა აგრეგატულ მდგომარეობებს. · ჩამოთვლის მისთვის ნაცნობ ნივთიერებებს,აჯგუფებს მათ აირებად,სითხეებად, მყარ ნივთიერებებად. · მასწავლებლის დახმარებით გეგმავს და ატარებს ცდებს წყლის ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლაზე დასაკვირვებლად. ზომავს ტემპერატურას და აღწერს წყლის გაყინვა-გალღობის, აორთქლება-კონდესაციის პროცესებს/ აკვირდება ამ პროცესთა შექცევადობას. მონაცემებს წარმოადგენს ცხრილის სახით. |
აქტივობა 1. | გონებრივი იერიში (5წთ) · წინა გაკვეთილზე განვლილ მასალას შევახსენებ ფრონტალური კითხვებით და დაფაზე ვწერთ ნივთიერების სამი მდგომარეობა. · გაიხსენონ ბავშვებმა რა სამი მდგომარეობა არის დამახასიათებელი ნივთიერებისათვის.უნდა ჩამოთვალონ თხევად, მყარ და აირად მდგომარეობაში მყოფი სამომხმარებლო ნივთიერებები. · ვკითხავთ ჩამოთვლილი ნივთიერებებიდან რომელი გვხვდება სამივე მდგომარეობაში? |
აქტივობა 2. | მასწავლებელი მინი-ლექციის სახით ესაუბრება ბავშვებს წყლის შესახებ. პროექტორით ვაჩვენებთ ინტერნეტში მოძიებულ მასალებს წყლის შესახებ. |
აქტივობა 3. | დაკვირვება წყლის ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლის პროცესზე. ამისათვის ჩავატარებთ ცდებს. |
აქტივობა 4. | გაკვეთილის შეჯამება. ბავშვები ავსებენ ცხრილს და დიაგრამას. |
საჭირო მასალა | ყინულის კუბები,წყალი, ქიმიური ჭიქა, დუღილის ტემპერატურის საზომი თერმომეტრი,სპირტქურა, მეტალის ქვაბი, ასანთი,კომპიუტერი, პროექტორი. |
გაკვეთილის მსვლელობა | 1. შესავალი საუბარი(5-10წთ.) შევახსენოთ მოსწაბლეებს განვლილი მასალა, ამისათვის დაფაზე დავწეროთ ნივთიერების სამი მდგომარეობა , და გაიხსენონ რა სამი მდგომარეობაა დამახასიათებელი ნივთიერებისათვის. ჩამონათვალს კითხულობს რამდენიმე მოსწავლე.აის შემდეგ მასწავლებელი სვავს კითხვას: ამ ნივთიერებებიდან რომელი გვხვდება სამ სხვადასხვა მდგომარეობაში? მიღებული პასუხის სემდეგ მასწავლებელი ამახვილებს ყურადღებას იმის სესახებ, რომ წყალი ერთ-ერთი იშვიათი ნივთიერებაა, რომელიც ბუნებაშიც და სახლის პირობებშიც შეგვიძლია ვიხილოთ მყარ, თხევად და აირად მდგომარეობაში. წყლის, როგორც სხვა ნივთიერებების მდგომარეობა დამოკიდებულია ტემპერატურაზე. როდესაც ვათბობთ ყინულს, ის გადაიქცევა წყლად. წყალი გათბობისას გადაიქცევა ორთქლად და თუ გავყინავთ გადაიქცევაყინულად. მოივახდინოთ დაკვირვება თუ რა პირობებია საჭირო იმისათვის,რომ წყალი ერთი მდგომარეობიდან გადავიდეს მეორეში. |
2. მასწავლებელი ატარებს მინი-ლექციურ საუბარს და აცნობს ბავშვებს,რომ წყალი გამუდმებით მოძრაობს ბუნებაში და მუდმივად გადადის ერთი აგრეგატული მდგომარეობიდან მეორეში.იგი ორთქლდება და ნალექის სახით კვლავ დედამიწაზე ბრუნდება. ასე, რომ არ იყოს დედამიწა სხვა პლანეტების მსგავსად უსიცოცხლო, მშრალ პლანეტად გადაიქცეოდა. წყალი გაყინულ მდგომარეობაში ძალიან მნიშვნელოვანია წყლის ბინადართათვის.ზოგჯერ, ზამთარში წყალსატევი ყინულით იფარება.აღარ ჩანან თევზები,ბაყაყები,მცენარეები. ამ დროს თითქოს მასში ცხოვრება წყდება. თუმცა ეს ასე არ არის. ტბის წყალმცენარეები, თევზები და სხვა ცხოველები ყინულის ქვეშ აგრძელებენ ცხოვრებას. ყინული ცუდი თბოგამტარია და გაყინულ ზედაპირში ზამთრის სუსხი და სიცივე ვერ ატანს. ყინულის საფარქვეშ წყლის ტემპერატურა +40C-ზე დაბლა არ ეცემა დაწყალი თხევად მდგომარეობაში რჩება და ყინულისქვეშ მცხოვრები ორგანიზმები ჩვეულებრივ აგრძელებენ არსებობას. მინი-ლექციის შემდეგ მასწავლებელი კომპიუტერის გამოყენებით კლასს უჩვენებს მოძიებულ მასალას წყლის შესახებ. | |
3.კლასი ემზადება დაკვირვება მოახდინოს წყლის ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლის პროცესზე. ამისათვის ვატარებთ ცდას. წინასწარ მომზადებული ყინულის კუბები ჩავყაროთ გამჭირვალე ჭიქაში და ვკითხოთ მოსწავლეებს, თუ რას ხედავენ. რომელ მდგომარეობაშია წყალი? არის თუ არა მათთვის ცნობილი რამდენ გრდუსზე იყინება წყალი? მოსწავლეების მიერ გამოთქმული თითოეული მოსაზრება დავწეროთ დაფაზე. სწორი პასუხის დასადგენად ყინულებიან ჭიქაში ჩავდოთ დუღილის ტემპერატურის საზომი თერმომეტრი დაგადავდგათ გრილ ადგილას. ყინულის კუბები ჩავყაროთ მეტალის ქვაბში დავდოთ სპირტქურაზე.დაველოდოთ სანამ ყინული სულ არ გალღვება. ვკითხოთ მოსწავლეებს : ___რა ეწოდება ნივთიერების მყარი მდგომარეობიდან თხევად მგომარეობაში გადასვლას? ___რა ეწოდება გათბობის საშუალებით ყინულის წყლად გადაქცევას? ____რა მოხდება თუ კიდევ გავაგრძელებთ წყლის გაცხელებას? სანამ წყალი ცხელდებამასწავლებელი სთხოვს რამდენიმე მოსწავლეს შეამოწმოს ყინულებიან ჭიქაში ჩადებული ტერმომეტრი და კლასის წინაშე გამოთქვან სწორი პასუხი, რომ თერმომეტრის მაჩვენებელია 0C0 როცა წყალი იწყებს დუღილს მოსწავლეები ახდენენ დაკვირვებას დუღილის პროცესზე. ზომავენ ტემპერატურას და ამტკიცებენ, რომ წყლის დუღილის ტემპერატურა +1000C-ია. წყლის დუღილს ვაგრძელებთ მანამ, სანამ საკმაო რაოდენობის ორთქლი არ დაგროვდება. ___რა ეწოდება სითხის აირად ქცევის პროცესს? ___რა პიობებია იმისათვის საჭირო, რომ წყალი აორთქლდეს? მეტალის ქვაბი გადმოვდგათ ცეცხლიდან, თავზე დავახუროთ გამჭვირვალე ხუფი და ვთხოვოთ მოსწავლეებს დააკვირდნონ ხუფზე წყლის წვეთების წარმოქმნის პროცესს. ___რა ეწოდება ორთქლის წყლად გადაქცევას? ___შეიძლება თუ არა გაიყინოს კონდესაციის შედეგად მიღებული წყალი? როგორ? | |
გაკვეთილის შეჯამება | ცოდნის შემოწმების მიზნით მოსწავლეებს ინდივიდუალურად ურიგდებათ თაბახის ფურცლები, რომელზედაც დატანილია ცხრილი და დიაგრამა. |
შეფასება | მოსწავლეებმა სწორად შეავსეს ცხრილი და დიაგრამა. მასწავლებელი აფასებს განმსაზღვრელი შეფასებითა და განმავითარებელი კომენტარით. |
Подписаться на:
Сообщения (Atom)