თემა წყალი
სამიზნე ჯგუფი V კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა 14
მიზანი მოსწავლეთა მიერ წყალზე დაკვირვება.ინფორმაციის შეგროვება
მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეები ახასიათებენ წყალს, როგორც ნივთიერებას.აღწერენ მის აგრეგატულ მდგომრეობას.დაკვირვებას მოახდენენ ბუნებაში წყლის ბრუნვაზე. დაამტკიცებენ, რომ გაყინვა,აორთქლება, კონდესაციის პროცესი, გარდა ოჯახური პირობებისა, ბუნებაში ბუნებრივად ხდება. ჩამოაყალიბებენ წყლის დადებით და უარყოფით თვისებებს. რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ადამიანს დაბინძურებულმა წყალმა?
რესურსი ინტერნეტში მოძიებული მასალა წყალთან დაკავშირებით, თაბახის fურცლები, მარკერი,ციფრული ფოტოაპარატი, კომპიუტერი, პროექტორი.
აქტივობა გონებრივი იერიში:
• როგორ დავიცვათ წყალი დაბინზურებისაგან?
• რომელ წყალს ვიყენებთ სასმელად?
• არის თუ არა ჯანმრთელობისათვის საშიში გაუსუფთავებელი წყლის დალევა?
• საჭიროა თუ არა დავიცვათ მდინარეები და მისი შემოგარენი დაბინძურებისაგან?
• შეიძლება თუ არა მიგვიყვანოს ამ პრობლემამ ინფექციურ დაავადებამდე.
სასწავლო პეოექტის მსვლელობა • პროექტისათვის შევარჩიოთ ერთი კინკრეტული თემა.
• ჩამოვაყალიბოთ საპროექტო ჯგუფები. კლასი გავყოთ ორ ჯგუფად. თითოეულ ჟგუფში გავაერთიანოთ 7-7 თანაბარი შესძლებლობის მქონე მოსწავლეები
• შევიმუშაოთ ჯგუფებისათვის სამუშაო გეგმა.
• თითოელ მოსწავლეს დაევალოს კონკრეტული საქმიანობა.
• ჯგუფები აღვჭურვოთ საჭირო რესურსით.
• ინტერნეტში მოძიებული მასალის საპრეზენტაციო პროგრამაში ჩასმა.
• პროექტის პრეზენტაცია.
• შეფასება.
პროექტის წარმოდგენა-შეფასება თითოეულმა ჯგუფმა უნდა წარმოადგინოს მოძიებული მასალა. შეძლოს დასახული მიზნის მიღწევა. ჯგუფებმა შეაფასონ თანატოლებისაგან წარმოდგენილიპროექტი. გამოთქვან აზრი დადებით და უარყოფით მხარეებზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий