понедельник, 14 марта 2016 г.

ჩემი პროექტის პორტფოლიო

მე-9 დღის რეფლექსია

დავასრულეთ პროექტზე მუშაობა, ავტვირთეთ და გამოვაქვეყნეთ პორტფოლიო ბლოგზე, გავეცანით ვიდეო-გაკვეთილებს, ტრენინგის ბოლოს შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები. ინტელის ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო, ვისწავლე პროექტზე მუშაობა და აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.მადლობა ტრენერს ნაყოფიერი და სასარგებლო ტრენინგისათვის.

четверг, 10 марта 2016 г.

მე-8 დღის რეფლექსია

ტრენინგის მე-8 დღეს გავეცანით სწავლების სტრატეგიებს. განვიხილეთ ჯოქსოუს მეთოდი და დიფერენცირებული სწავლება. საინტერესო იყო თითოეული დაგეგმილი აქტივობა.

მე-7 დღის რეფლექსია

მართლაც შთამბეჭდავი იყო მულტიმედიური პრეზენტაციის შექმნის პროცესი. ყველა მონაწილემ გულმოდგინედ იმუშავა და ტრენერის დახმარებით მოვამზადეთ ლამაზი დიზაინისა და საინტერესო თემატიკის პრეზენტაციები. ვფიქრობ, ყველა წარმოდგენილი თემა აქტუალური და მნახველისათვის კარგად გასაგები იქნება.

მე-6 დღის რეფლექსია

გავიხსენეთ საოფისე პროგრამა power-point-ის შესაძლებლობები დიზაინი,ფერები, სურათებისა და ვიდეოების ჩაასმა ,ცხრილების გამოყენება და ჩასმა. გადმოვტვირთეთ მასალები ჩვენი პროექტისთვის საავტორო უფლებების დაცვით

მე-5 დღის რეფლექსია

მეხუთე დღეს გავაგრძელეთ შეფასების ინსტრუმენტების განხილვა. ყველა მონაწილემ ავირჩიეთ შეფასების ის ინსტრუმენტი, რომელსაც გამოვიყენებთ პროექტზე მუშაობის დროს. ტრენინგი საინტერესოდ წარიმართა. განსაკუთრებით მომეწონა მულტიმედიური პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა, რისი საშუალებითაც კარგად შევძლებ მოსწავლის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციის შეფასებას.

воскресенье, 28 февраля 2016 г.

მეოთხე მოდულის რეფლექსია

საინტერესო და ნაყოფიერი იყო ეს დღე. ვიმუშავეთ შეფასების გეგმაზე. განვიხილეთ შეფასების დროის ჩარჩო და გავაკეთეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი. მადლობა ტრენერს.

вторник, 23 февраля 2016 г.

მესამე მოდულის რეფლექსია

ინტელის ტრენინგი .მე–3.მოდული საინტერესო იყო ტრენინგი,ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე,განვიხილეთ სტანდარტით განსაზღვრული შედეგები და ბლუმის ტაქსონომია,გავიაზრეთ ზოგადი,შინაარსობრივი და თემატური შეკითხვები ჩვენი სასწავლო პროექტებისათვის,ნაწილობრივ შევავსეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი. მადლობა ჩვენს ტრენერს საინტერესო,შინაარსიანი და საქმიანი ტრენინგისათვის.

четверг, 18 февраля 2016 г.

პირველი და მეორე მოდულის რეფლექსია

განვიხილეთ ინტელის ძირითადი კურსის მიზნები და მოლოდინები; პროექტის დაგეგმვისა და პროექტების სწავლებაში დანერგვის მიდგომები; როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად. გავეცანით პორტფოლიოს კომპონენტებს, ·ვიმსჯელეთ საპროექტო იდეებზე. განვიხილეთ, როგორ დაეხმარება პროექტები მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევასა (ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგზე გასვლაში) და 21-ესაუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში; ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის დაგეგმვის დაწყება, რომლის მიზანია მაღალი დონის სააზროვნოდა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება. შევარჩიეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი 21- ე საუკუნის უნარ-ჩვევები. გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს, პორტფოლიოს რუბრიკასა და პროექტის პორტფოლიოების ნიმუშებს; ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირებაზე. შევიმუშავეთ სტანდარტები ჩვენი პროექტისთვის. ტრენერმა ზედმიწევნით საინტერესოდ გადმოგვცა ტრენინგის ყველა საკითხი. მადლობა მას.